ნუკრიანში მაღალმთიანი სოფლის შეღავათებით ვერ სარგებლობენ - ვიდეო რეპორტაჟი 17 თებერვალი 2018, 22:28:19
AUTO PLAY
მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოქალაქეების ნაწილი სპეციალურად გათვალისწინებული შეღავათებით ამ დრომდე ვერ სარგებლობს. სიღნაღის მერის წარმომადგენელი სოფელ ნუკრიანში რევაზ კრაწაშვილი ადასტურებს, რომ სოფელში მცხოვრებთა გარკვეული ნაწილი ამ დრომდე სტატუსის და შეღავათების გარეშეა დარჩენილი. ის ამბობს, რომ ათეულობით მოქალაქის განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ნაწილს კი მიეთითა დოკუმენტებში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან, რის შემდეგაც მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებლის სტატუსს მიიღებენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის მაღალმთიანი სტატუსის მოპოვებაზე სათემო ორგანიზაცია „ნუკრიანი“ მუშაობდა. მისი ხელმძღვანელი მაია ბიძინაშვილი ამბობს, რომ მაღალმთიანი სტატუსი ჯერ ნუკრიანმა, შემდეგ კი ზემო ბოდბემ და ზემო მაღარომ მიიღეს, თუმცა ელექტროენერგიაზე შეღავათების ამოქმედება მაინც შეფერხდა. რომ არა ენერგოომბუდსმენის ჩარევა, შედეგი დღემდე არ იქნებოდა. მისივე თქმით, სიღნაღში ყველა იმ შეღავათით ვერ სარგებლობენ, რასაც მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ითვალისწინებს. სხვა მაღალმთიანი სოფლებისგან განსხვავებით, სიღნაღელი სტუდენტები სწავლის დაფინანსებაში შეღავათებით ვერ სარგებლობენ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ნელი გურაშვილი, რომელიც სოფელ ნუკრიანში ცხოვრობს და ამავე სოფლის სკოლის პედაგოგია, ამბობს, რომ შეღავათებით მხოლოდ მასწავლებლები სარგებლობენ და ხელფასის ზრდა ამ დრომდე არ შეხებია სკოლის დანარჩენ თანამშრომლებს, რაც მათი უკმაყოფილების მიზეზია.
273
|
15.00
k
28.00
k
|