დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში 87 წლის მარტოხელა ქალი დახმარებას ითხოვს (ვიდეო) 14 თებერვალი 2018, 19:33:25
AUTO PLAY
უკვე მერამდენე წელია დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში მცხოვრები 87 წლის ნაზო ჭამიაშვილი სოციალური მომსახურების სააგენტოსგან დახმარების აღდგენას უშედეგოდ ითხოვს. საცხოვრებელი სახლის დაწვის შემდეგ ღია ცის ქვეშ რომ არ დარჩენილიყო თავს დროებით შვილიშვილების კუთვნილ სახლს აფარებს. ამბობს, რომ დახმარება საცხოვრებელი ფართის გამო მოუხსნეს. მარტოხელა მოხუცი დიაბეტითაა ავად და გულის იშემიური დაავადება აწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ დიაბეტის პროგრამა სახელმწიფოსგან ფინანსდება, ის არც ამ შეღავათით სარგებლობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, რომელიც მედიკამენტების შესაძენადაც არ ჰყოფნის.
282
|
1099.00
k
1499.00
k
|