დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დასრულდა -სავარაუდოდ გუგეშაშვილების სახლში დაქირავებული მკვლელი მოქმედებდა 12 თებერვალი 2018, 21:14:45
AUTO PLAY
ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, კი დოდო გუგეშაშვილმა სამართალდამცველებს დამნაშავის ვინაობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. გუგეშაშვილის ადვოკატმა დაკითხვის დეტალებზე ტელეკომპანია იბერიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. "მან ზუსტად არ იცის მისი გვარი და სახელი. იცნობს მხოლოდ სახელით. რამდენჯერმე შეხვედრია. ზუსტად არ იცის ეს სახელიც ნამდვილად მისია თუ არა. სახეზე იცნობს და შეუძლია ამოცნობა. ამ დაკითხვიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო დაქირავებული ქილერი, რომელიც მას მიუგზავნეს. ის მას რამდენჯერმე შეხვდა სრულიად სხვა მოტივით. ამოიღო იარაღი და სამზარეულოში ესროლა. გავრცელებული ხმები, რომ მის შვილს ხუთი ტყვია აქვს თავში მოხვედრილი, ტყუილია. მის შვილსაც ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. მკვლელი მივიდა მასთან სახლში. მის შვილს ეძინა. ისაუბრეს. დოდო გავიდა სამზარეულოს გავლით საწოლ ოთახში და აიღო სიგარეტი, უკრან მობრუნდა. ამ დროს დახვდა იარაღით ხელში ეს ადამიანი. დოდოს უკითხავს, შე გარეწარო, რას აკეთებო?! ამ დროს დამნაშავემ ისროლა... დოდომ იყვირა, ნოდარიკო გაიქეცი, სახლში მკვლელია!
8
|
|