ლევან ვასაძის მიმართვა ბაია პატარაის ბრალდებაზე სკოლაში სტიპენდიიის დანიშვნის თაობაზე 11 თებერვალი 2018, 19:40:30
AUTO PLAY
„ე.წ. სახალხო დამცველი დაესხა ჩვენს სკოლას თავს და დაგვდო ბრალი გოგოების დისკრიმინაციაში. მას უმალვე მხარი აუბა ჩვენმა ლიბერალურმა სასიქადულო მედიამ. რა არის, რომ შარშან ჩვენი სკოლის დირექციას ერთ-ერთი კლასისთვის, სადაც მხოლოდ ერთი ბიჭი ჰყავდათ და დანარჩენი გოგოები, გამოუცხადებია თურმე სტიპენდია, რომელსაც ჩვენი ფულით ვუხდით, ბიჭების მისაღებად, რათა კლასის შემადგენლობა ცოტათი დაებალანსებინათ და ის ბიჭი მარტო არ მჯდარიყო ამდენ გოგოში. ამგვარ სტიპენდიებს ჩვენი სკოლა რეგულარულად აცხადებს. მაგალითად, ზუსტად წინა წელს, ერთ კლასში საპირისპირო სიტუაცია იყო, მხოლოდ ერთი გოგო იჯდა ბევრ ბიჭთან ერთად. მაშინაც თურმე დირექციას გამოუცხადებია სტიპენდია მხოლოდ გოგონების მისაღებად ამ კონკრეტულ კლასში შემადგენლობის დასაბალანსებლად. მაგრამ ამან როგორცა სჩანს, ამან არ გამოიწვია ქალბატონი ბაიას ფემინისტური რეაქცია და იგი ბიჭებს არ გამოესარჩლა. აი, გოგოების ე.წ ჩაგვრაზე კი მან ენა მიიტანა ე.წ. სახალხო დამცველთან. ანუ, მისივე მყრალ ენაზე რომ ვთქვათ, მან თავად მოახდინა ბიჭების დისკრიმინაცია, რადგან ანალოგიურ სიტუაციაში არ გამოესარჩლა ჩვენ მიერ მათ ე.წ. ჩაგვრას", - აცხადებს ვასაძე.
12
|
|