მეუფე პეტრე-ქვეყნის პირველმა პირმა დიდი ფარისევლობითა და უპრინციპობით გამოაცხადა, რომ ქვეყანა გადაარჩინეს დიდ არეულობას 10 თებერვალი 2018, 22:13:12
AUTO PLAY
ამაში გამოჩნდა დიდი არაღვთისმოშიშება, არასიბრძნე, არაგონიერება, არაწინდახედულება, არაერთგულება მართლმადიდებელი ეკლესიის,“ - მეუფე პეტრე ცაავამ შაბათის კურიერისთვის მიცემულ ინტერვიუში მთავრობა ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ხელისუფლების მაღალჩინოსნების შეფასებებს "უპრინციპობა და ფარისევლობა" უწოდა. "ის, რომ თვით ქვეყნის პირველმა პირმა დიდი ფარისევლობითა და უპრინციპობით გამოაცხადა, რომ ქვეყანა გადაარჩინეს დიდ არეულობას და როდესაც პირველი პირები ამბობდნენ, რომ მზადდებოდა საქართველოს ეკლესიის მაღალი იერარქიისა ლიკვიდაცია, საპყრობილეში მონახულებისას მამა გიორგიმ მითხრა, რომ მას ბრალი უკვე წაყენებული ჰქონდა პატრიარქის მდივან-რეფერენტის, თითქოს, მკვლელობის მომზადებაში. უკვე წაყენებული იყო ბრალი და ასეთი განცხადებები კეთებოდა, ამით თვით ნდობა ხელისუფლების მიმართ, საქართველოს მართლმსაჯულების მიმართ ძალიან დაზიანდა,“ - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.
22
|
1099.00
k
1499.00
k
|