დედოფლისწყაროს სოფელ სამრეკლოში ჭამიაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო) 5 თებერვალი 2018, 19:57:02
AUTO PLAY
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში ჭამიაშვილების ოჯახის ორივე სრულწლოვანი წევრი უნარშეზღუდულია. შრომისუნარიანი მარჩენალის გარეშე დარჩენილ ოჯახს სოციალური მომსახურების სააგენტომ გასული წლის სექტემბრიდან ყოველთვიური საარსებო შემწეობა შეუწყვიტა. რამ გამოიწვია მათი ოჯახის სარეიტინგო ქულების მკვეთრი ზრდა, მაშინ, როცა ოჯახის ყოფა არაფრით შეცვლილა, მათთვის უცნობია. ჭამიაშვილების ოჯახს გადაუხდელობის გამო ელექტროენერგიაც ჩაუჭრეს. 70 ლარიან დავალიანებას სამი თვეა ვერ იხდიან, რის გამოც მოზარდებს გაკვეთილების მომზადება სანთლის შუქზე უწევთ. ილია მარტყოფლიშვილის რეპორტაჟი
550
|
|