დედოფლისწყაროს მერი ჯიპის შეძენაზე განმარტებას აკეთებს (ვიდეო) 5 თებერვალი 2018, 10:41:17
AUTO PLAY
დედოფლისწყაროს მერის „ჯიპის“ მარკის მაღალი გამავლობის ავტომანქანის შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 45 000 ლარი გამოიყო. დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი ახალი მანქანის შეძენის გადაწყვეტილებას ჭკვიანურს უწოდებს და ამბობს, რომ ამ გზით საბიუჯეტო თანხების დაზოგვა სცადა. შექმნილი აჟიოტაჟი მისთვის გაუგებარია, არგუმენტად კი იმ გარემოებას ასახელებს, რომ მუნიციპალიტეტის ავტოპარკი მოძველებულია და მოხელეებს ძირითადად ამორტიზებული საბჭოთა ავტომობილები ემსახურება. მერი თვლის, რომ დედოფლისწყარო ფართობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია, ამიტომ უფებამოსილების განსახორციელებლად მაღალი გამავლობის ავტომობილის შეძენის აუცილებლობა იდგა. ნიკოლოზ ჯანიაშვილი მერის უფლებამოსილების განხორციელებას 2017 წლის 12 ნოემბერს შეუდგა. 2014 წლის თებერვლიდან, მას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი იყო ბანკი „კრისტალის“ წნორის ფილიალის მმართველი.
2088
|
|