კიევი-თბილისის თვითმფრინავი თბილისში ავარიულად დაეშვა 4 თებერვალი 2018, 20:32:15
AUTO PLAY
რამდენიმე სახანძრო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული ცოტა ხნის წინ თბილისის საერთშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე. მიზეზი კიევი-თბილისის ავიარეისის თვითმფრინავის ავარიულად დაშვება გახდა. წინასწარი ინფორმაციით, უკრაინის ავიახაზების კუთვნილ თვითმფრინავს სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა. საბოლოოდ თვითმფრინავი აეროპორტში 35 წუთის დაგვიანებით, მაღალი სიჩქარით დაჯდა. თვითმფრინავში 132 მგზავრი და 6 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. მომხდარ ინციდენტზე უკრაინის ავიახაზები ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით გაავრცელებს.
11
|
|