ბოდბეში ხანძრის შედეგად 78 წლის კაცი დაიწვა 27 იანვარი 2018, 07:46:09
AUTO PLAY
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ღამით გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 78 წლის გოგია გოგოშვილი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. წინასწარი ინფორმაციით, აალება შეშის ღუმელმა გამოიწვია. ხმაური და ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა მარტოხელა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
26
|
|