დავით სოკოლოვი ლექსს კითხულობს "დღის შოუში" 25 იანვარი 2018, 21:20:27
AUTO PLAY
ავტორი მერაბ ბერაძე-"ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს(დაგვიანებული აღსარება) "მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი, ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი, მაქვს უამრავი დანაშაული, მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი. უპირველესად ცოდვა მაქვს დედის, აი, მიზეზი ცრემლის და სევდის. ვერ მოვეფერე, როცა დაბერდა, როცა მიცდიდა ღია სარკმელთან. გათენებამდე ტანჯვით მელოდა, ლოდინი გახდა მისი ხელობა, მე - სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი, დედასთან ვიყავ ძუნწი და უტყვი. იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის, გასამართლებლად აბა, რა მეთქმის... მონანიება შორი გზით მოდის, ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს. მაგრამ ვაი, რომ არის გვიანი, რა მწარედ ცდება ადამიანი... აი, ამიტომ მოგმართავთ ყოველს, სანამ დრო არის, ეფერეთ მშობელს! მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ, იქ რომ დაადგეთ სხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ, დედ-მამისათვის, დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი".
33
|
1099.00
k
1499.00
k
|