პოსტკრიპტუმი-ხანძარი ბათუმში,რა გახდა სასტუმრო "ლეოგრანდში" 11 ადამიანის დაღუპვის მიზეზი? 27 ნოემბერი 2017, 09:20:11
AUTO PLAY
გამოძიება გრძელდება ბათუმში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით. რა გახდა სასტუმრო "ლეოგრანდში" 11 ადამიანის დაღუპვის მიზეზი? იყო თუ არა შენობაში დაცული უსაფრთხოების ნორმები? საევაკუაციო კიბესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა დაისვა. გაირკვა, რომ სასტუმროს შესაბამისი კიბე აქვს, თანაც ორი, მაგრამ როდესაც კიბე ყველაზე საჭირო იყო, ხანძრის დროს ის კვამლით სავსე და გამოუყენებადი აღმოჩნდა. იგივე მოხდა ლიფტის შემთხვევაში, რომელიც ასევე კვამლში იყო გახვეული.
2
|
|