"რუსთავი 2"-ის შენობასთან ქართული მარშის წევრები აქციას მართავენ 4 ნოემბერი 2017, 22:47:21
AUTO PLAY
ლგბტ თემის წინააღმდეგ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გამართულ აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს. მათი ვინაობა ცნობილია. ისინი ქართული მარშის წევრები იოსებ ხიმშიაშვილი და ნიკოლოზ გოჩაშვილი არიან. ამ დროისთვის დაკავებულთა რაოდენობამ ოთხს მიაღწია. მანამდე ტელეკომპანიის შენობაში ასაფეთქებელი მაშხალების სროლის გამო პოლიციამ სხვა ორი პირი - ალექსანდრე დევდარიანი და ირაკლი დოლენჯაშვილი დააკავა. ადმინისტრაციული წესით დაკავებულების აყვანისას აქციის სხვა მონაწილეებმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადეს.
0
|
|
არავინ დასდევს ქვით ლგბტ თემს და რატომ "იბრძვის ხმალამოღებული" ეს ტელევიზია მათ დასაცავად ან რატომ იქცა პრიორიტეტად იმის პროპაგანდა რაც პროპაგანდას არ საჭიროებს!?
აქამდეც ცხოვრობდა და მუშაობდა ეს ხალხი, რატომ აიძულებენ ამ ხალხ მაინცდამაინც მედიიდან იყვირონ, რომ განსხვავებული ორიენტაციის ხალხია?
არიან და არიან, არ მაინტერესებს ვინ იქნება პედერასტი (უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონს გადახედოს ვისაც ამ სიტყვაზე პრეტენზია გაუჩნდება) და ვინ ლესბოსელი.