კრასნოდარელი კაციჭამიების ბინაში გადაღებული ვიდეო 26 სექტემბერი 2017, 09:18:24
AUTO PLAY
როგორც ცნობილია კრასნოდარის მხარეში დააკავეს კაციჭამიების ოჯახი, წინასწარი მონაცემებით ისინი 1999 წლიდან ნადირობდნენ ადამიანებზე. რუსეთის ფედერაციის საგამომძიებლო კომიტეტმა დაადასტურა ეს ფაქტი.რამდენიმე დღის წინ პრესაში გაჟღერდა ინფორმაცია, რომ მათი მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა 7-იდან 30 ადამიანამდე მერყებდეს და ცოლ-ქმარი არა მარტო კლავდნენ მსხვერპლს, არამედ ანაწევრებდნენ და მისგან კონსერვებს ამზადებდნენ. ჯერჯერობით სამართალდამცავებმა მხოლოდ 7 გვამს მიაგნეს.აღსანიშნავია, რომ საქმე სრულიად შემთხვევით გაიხსნა.ყუბანში ასფალტის დაგების დროს მუშებმა იპოვეს მობილური ტელეფონი სადაც საზარელი ფოტოები იყო განთავსებული. სურათებზე ქალი და კაცი დანაწვერებულ გვამებთან პოზირებდნენ.მეასფალტეებმა გაჯეტი პოლიციას ჩააბარეს, შესაბამისად სამართალდამცავებმა მალევე მიაგნეს ეჭვმიტანილებს.
4
|
1099.00
k
1499.00
k
|