ბესო ჩუბინიძის ემოციური ვიდეო ტრაგედიის ადგილიდან 28 აგვისტო 2017, 13:06:48
AUTO PLAY
- ეს ვიდეო-მიმართვა იმ გადაცემის ნაწილია, რომელსაც ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ამზადებს, სადაც ღიად, დაუფარავად და ფაქტებით წარმოადგენს ბორჯომის ხეობაში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების პირველ საათებს, მაშინ როცა მოხალისეები იყვნენ ერთადერთები (!) რომლებმაც სტიქიის მძლავრი შემოტევა შეაჩერეს და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოახერხეს ის, რაც არავის უნახავს და არავის დაუფიქსირებია მისი კამერის გარდა. ჟურნალისტის გადაცემა, რომელიც მოგვიანებით აიტვირთება განახებთ ყველა ამ ადამიანს და მათაც, ვინც სასაცილოდ აიგდო მოხალისეები და განსაკუთრებით მსახიობი დათო ქაცარავა და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და რადგან ისინი ერთადერთი (!) ცნობადი სახეები იყვნენ იმ კონკრეტულ ობიექტებზე, ვირტუალური ფეიკების მთელი რისხვა მათ დაატყდა თავს. გადაცემაში, რომელიც ამ დღეებში დასრულდება ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე ამხელს ყველა (!) იმ ადამიანს, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს რომლებმაც მადლობის მაგივრად მაშველებისთვის ხელის შეშლაში დაადანაშაულეს მოხალისეები და მათ სელფავიკები, პიარშიკები და პოპულისტები უწოდეს. გადაცემაში ყველა იქნება მხილებული! ერმა უნდა იცოდეს სიმართლე, ამ სიმართლეს გეტყვით ბესო ჩუბინიძე - გადაცემაში "ორმაგი სახე".. მალე!!!
1
|
|