დავით ქაცარავა სამართალდამცველებმა ხანძრის ადგილიდან გაიყვანეს 24 აგვისტო 2017, 17:06:45
AUTO PLAY
დავით ქაცარავას, რომელიც თანმხლებ მოხალისეებთან ერთად ბორჯომის ხეობაში მუშაობდა, ადგილის დატოვება მოსთხოვეს, რადგან ისინი მეხანძრე-მაშველებს ხელს უშლიდნენ. ამის შესახებ ქაცარავამ თავადვე ისაუბრა "ფეისბუქლაივის" საშუალებით. ამასთან, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა შსს-ს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქაცარავას გამოკითხვაზე დაბარება მის მიერ დღეს გაკეთებულ იმ განცხადებას უკავშირდება, რომლის თანახმადაც, ბორჯომის ხეობაში, ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიკური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. როგორც შსს-ში აცხადებენ, ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლის (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მე-2 ნაწილით.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|