რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თეთრ სახლსა და პენტაგონს გადაუფრინა 10 აგვისტო 2017, 14:22:37
AUTO PLAY
რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავმა Ту-154М-მა ვაშინგტონში პენტაგონის, თეთრი სახლისა და აშშ-ის კონგრესის შენობებს გადაუფრინა. ინფორმაციას ტელეარხი CNN ავრცელებს.სადამკვირვებლო ფრენა ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. ხელშეკრულების თანახმად, მისი მონაწილე ქვეყნების სამხედრო ავიაციას შეთანხმების ხელმომწერი ქვეყნების საჰაერო სივრცეში ფრენა დაუბრკოლებრივ შეუძლიათ. CNN-ის ინფორმაციით, რუსულმა თვითმფრინავმა ფრენა დაბალ სიმაღლეზე, თუმცა შეიარაღების გარეშე განახორციელა. ღია ცის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებას 34-მა ქვეყანამ მოაწერა. რუსეთმა ხელშეკრულების რატიფიცირება 2001 წელს მოახდინა.
1
|
|