ბატკანი ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გაიზარდა 28 აპრილი 2017, 19:00:35
AUTO PLAY
მეცნიერებმა ბატკნები სპეციალური მასალისგან მომზადებულ ხელოვნურ საშვილოსნოში მოათავსეს, სადაც მილებით სისხლი, სითხე და ჟანგბადი მიეწოდებოდათ. ოთხ კვირაში შეამჩნიეს, რომ მომწიფდა ბატკნის ტვინი და ფილტვები, გაეზარდათ მატყლიც, დაიწყეს მოძრაობა, თვალების გახელა და სითხის ყლაპვა. ფილადელფიელი ექიმი და ხელოვნური საშვილოსნოს ერთ-ერთი ავტორი ალან ფლეიკი ამბობს, რომ მეთოდმა, რომელიც სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა, გაამართლა. მისი თქმით, მსოფლიოში გახშირდა ნაადრევი მშობიარობები, ნაყოფის დაღუპვა და მეთოდის დახვეწის შემთხვევაში, შესაძლოა, სრულიად შესაძლებელი იყოს, ემბრიონის „ხელოვნურ საშვილოსნოში“ გაზრდა. ამ მოწყობილობის გამოცდას დღენაკლულ ბავშვებზე, მეცნიერები 3-5 წელიწადში გეგმავენ.
2
|
|