გადაცემა რეაქციაში“ – სტუმრების ნაწილმა პროტესტის ნიშნად სტუდია დატოვა 26 აპრილი 2017, 10:51:53
AUTO PLAY
,,გირჩის” მიერ დაარსებულმა რელიგიურმა ორგანიზაციამ ,,ბიბლიურმა საქართველომ” ტოკ-შოუ ,,რეაქციის” პირდაპირ ეთერში იმ რიტუალის სიმულაცია გამართა, რომლითაც მსურველებს მღვდელმთავრების სტატუსს ანიჭებს. ე.წ. რიტუალის სიმულაციას დარბაზში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ განაცხადა, რომ ის, რაც ხდებოდა სტუდიაში მისთვის მიუღებელი იყო და პირდაპირი ეთერი დატოვა. ე.წ რიტუალს ასევე ,,მემარცხენე ალიანსის” წარმომადგენლის პაატა ჯიბლაძის გაღიზიანება მოჰყვა, მისი თქმით, ,,გირჩის” მხრიდან ტიპურ თაღლითობას აქვს ადგილი. პაატა ჯიბლაძემაც დეკანოზ ალექსანდრე გალდავას მსგავსად სტუდია დატოვა. შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,გირჩი”, დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია, სახელწოდებით, „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”. რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი ამის საშუალებას იძლევა. უფრო კონკრეტულად, სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე „ლ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
2
|
1099.00
k
1499.00
k
|