ფრანგმა მხატვარმა აბრაჰამ პუანშევალმა წიწილა გამოჩეკა 22 აპრილი 2017, 13:27:25
AUTO PLAY
ფრანგმა მხატვარმა აბრაჰამ პუანშევალმა პარიზის ხელოვნების მუზეუმში Palais de Tokyo-ში, სპეციალურად შემინულ ვიტრინაში, ქათმის კვერცხებიდან წიწილა გამოჩეკა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს. პერფორმანსის ფარგლებში, აბრაჰამ პუანშევალი კიდევ 9 წიწილის გამოჩეკვას აპირებს. პუანშევალი შემინულ ვიტრინაში, ახლა უკვე 9 კვერცხს, ჩაღრმავებულ სკამზე აზის. მას მაღალი ტემპერატურის შესანარჩუნებლად პლედი აქვს შემოხვეული, საათში ერთხელ შეუძლია ნახევარი საათი შეისვენოს. მხატვრისთვის სპეციალური დიეტა შემუშავდა ჯანჯაფილის მაღალი შემცველობით. პუანშევალმა აქცია-პერფორმანსი მარტის ბოლოს დაიწყო. აბრაჰამი ამბობს, რომ მისი სურვილია გაიგოს ფრინველის შეგრძნებები, როდესაც ისინი შვილებს ჩეკავენ. ასეთი უცნაური პერფორმანსი აბრაჰამ პუანშევალისთვის პირველი არ არის. თებერვლის ბოლოს 2 მარტამდე, 6 დღის განმავლობაში ის ორ ქვას შორის გაკეთებულ ნაპრალში იმყოფებოდა.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|