შავ ზღვაში გემი "Герои Арсенала" ჩაიძირა 19 აპრილი 2017, 16:48:37
AUTO PLAY
შავ ზღვაში, ქერჩის სრუტესთან პანამის დროშის ქვეშ მცურავო სატვირთო გემი "Герои Арсенала" ჩაიძირა. «Интерфакс»-ის ცნობით, გემზე ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა, მათგან 5-ის გადარჩენა მოხერხდა, დანარჩენებს კი ამ დრომდე ეძებენ. რუსული ეკიპაჟის წევრებიდან 9 რუსეთის მოქალაქეა, 2 უკრაინელი და 1 საქართველოს მოქალაქე. ხორბლით დატვირთული გემი რუსეთის როსტოვის ოლქიდან თურქეთში მიემგზავრებოდა. კატასტროფის ადგილას რამდენიმე სამაშველო გემი და ავიაცია გააგზავნეს. სამაშველო ოპერაციას ცუდი კლიმატური პირობები აფერხებს. გამოძიების ინფორმაციით, სატვირთო გემი 19 აპრილს, დილის 3:30 საათზე ჩაიძირა. კატასტროფის მიზეზი ძლიერი შტორმი გახდა.
0
|
|