ზაქარია ქუცნაშვილი: ჩიორა მახსოვს, ცხვირი არ მახსოვს.. 17 მარტი 2017, 15:32:15
AUTO PLAY
ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი, გადაცემა „განსხვავებულ აქცენტებში“ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას პასუხობს, რომელიც წარსულში მომხდარ ინციდენტებს უკავშირდება. საუბარია შემთხვევებზე, რომელშიც, წამყვანის მტკიცებით, მონაწილე პირები სათანადოდ არ დასჯილან. „ჩემგან ვერდიქტს ვერ მიიღებთ“, - აღნიშნავს ქუცნაშვილი. ჟურნალისტმა გაიხსენა მათ შორის კორცხელის ინციდენტი, დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის პიჯაკთან დაკავშირებული შემთხვევა, ასევე, ბიბლიოთეკასთან მომხდარი დაპირისპირება, სადაც დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი დაშავდა. „ჩიორა მახსოვს, ცხვირი არ მახსოვს, ცხვირს მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა ადამიანის, მაგრამ ვიმეორებ, ისიც მახსოვს ჩიორა წამოწოლილი რომ იყო ორი კვირის თავზე, ამ ფაქტიდან. თქვენ თქვით, რომ ვინც მას ცხვირი გაუტეხა 2000 ლარით დაჯარიმდა, თქვენ აქვე ახსენეთ, რომ პოლიციაზე ვინც იხულიგნა, დაჯარიმდა 250 ლარით. ესე იგი ხელისუფლებამ თავის წინააღმდეგ მიმართული აქცია ბევრად ნაკლებად დასაჯა. ჩემგან ვერ მიიღებთ ვერდიქტს, ჩაბარდა ის დრო, რომ პოლიტიკოსები აკეთებდნენ ვერდიქტს. ვერ გამოხვედით პროკურორის მენტალობიდან, როგორც ჩანს, გვარამიას გავლენა აქ იმდენად მაღალია - ყველა დაიჭირეთ, დასაჯეთ, დაალპეთ ციხეში... ეს არის ჟურნალისტის სტანდარტები?“ - აღნიშნავს ქუცნაშვილი.
1
|
140.00
k
225.00
k
|