არქეოლოგებმა ფარაონ რამსეს მეორის რვამეტრიანი ქანდაკება აღმოაჩინეს 11 მარტი 2017, 13:52:30
AUTO PLAY
არქეოლოგებმა ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ფარაონ რამსეს მეორის რვამეტრიანი ქანდაკება აღმოაჩინეს, რომელიც, ძველი ეგვიპტის სახელმწიფოს, დაახლოებით, სამი ათასწლეულის წინ მართავდა. ეგვიპტის ხელისუფლებამ აღმოჩენას "ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი“ უწოდა. ნაპოვნია ბიუსტი, თავი, მარჯვენა ყურის ნაწილი და მარჯვენა თვალი. არქეოლოგები შემდგომ კვლევას აწარმოებენ. რამსეს მეორე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფარაონია ძველი ეგვიპტის ისტორიაში. რამსეს დიდი - ეგვიპტის ფარაონია მეცხრამეტე დინასტიიდან.
0
|
55.00
k
150.00
k
|