რა აღმოაჩინა NASA-მ?პრესკონფერენცია,რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა,დასრულდა 23 თებერვალი 2017, 18:54:37
AUTO PLAY
როგორც გატყობინებდით, NASA-მ რამდენიმე დღის წინ სპეციალური პრესკონფერენცია დააანონსა, რომელსაც თითქმის მთელი მსოფლიო ელოდა. როგორც სააგენტო იუწყებოდა, მათ მზის სისტემის გარეთ მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჰქონდათ გაკეთებული. კონფერენცია დღეს, 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მაშ ასე, რა აღმოაჩინა ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ? NASA-ს სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა ჩვენგან 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST-1 აღმოაჩინეს, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. მეცნიერთა შეფასებით, სამი მათგანი სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა საკმარისია თხევადი წყლის არსებობისთვის — ანუ არც ძალიან ცივა, რომ გაიყინოს და არც ძალიან ცხელა, რომ აორთქლდეს. სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს მნათობს, ზუსტად ისე, როგორც მთვარე უყურებს მუდამ ერთი მხარით დედამიწას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრავიტაციულად ჩაჭერილი პლანეტების ზედაპირზე ტემპერატურული სხვაობები ძალიან დიდია, რის გამოც წარმოიქმნება საოცარი ქარები. სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა — როდესაც პლანეტა ვარსკვლავსა და დამკვრივებელს (ანუ ტელესკოპს) შორის მოექცევა, ვარსკვლავის სინათლე ოდნავ მკრთალდება. ზუსტად სინათლის ამ ნაპრალების დანახვა შეუძლია კეპლერის მძლავრ ინსტრუმენტებს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|