NASA-ს პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა დასრულდა 22 თებერვალი 2017, 23:34:31
AUTO PLAY
დღეს, 22 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყო და რამდენიმე წუთის წინ დასრულდა NASA-ს პრესკონერენცია,რომელიც რამდნიმე დღით ადრე იყო დაანონსებული.რა აღმოაჩინა NASA-მ? NASA-ს სპიცერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, მეცნიერებმა ჩვენგან 40 სინათლის წლის დაშორებით მდებარე ვარსკვლავური სისტემა TRAPPIST-1 აღმოაჩინეს, რომლის გარშემოც 7 კლდოვანი პლანეტა ბრუნავს. მეცნიერთა შეფასებით, სამი მათგანი სასიცოცხლო ზონაში იმყოფება და შესაბამისად, თხევადი წყალიც არსებობს, რაც სიცოცხლის არსებობის წინაპირობაა. სასიცოცხლო ზონა არის რეგიონი ვარსკვლავის გარშემო, სადაც ტემპერატურა საკმარისია თხევადი წყლის არსებობისთვის — ანუ არც ძალიან ცივა, რომ გაიყინოს და არც ძალიან ცხელა, რომ აორთქლდეს. სისტემაში მდებარე ერთ-ერთი პლანეტა გრავიტაციულადაა ჩაჭერილი თავის დედა-ვარსკვლავთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ის სულ ერთი სახით უყურებს მნათობს, ზუსტად ისე, როგორც მთვარე მუდამ ერთი მხარით უყურებს დედამიწას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გრავიტაციულად ჩაჭერილი პლანეტების ზედაპირზე ტემპერატურული სხვაობები ძალიან დიდია, რის გამოც წარმოიქმნება საოცარი ქარები. სპიცერის კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოჩენისთვის ტრანზიტული მეთოდი გამოიყენა — როდესაც პლანეტა ვარსკვლავსა და დამკვრივებელს (ანუ ტელესკოპს) შორის მოექცევა, ვარსკვლავის სინათლე ოდნავ მკრთალდება. ზუსტად სინათლის ამ ნაპრალების დანახვა შეუძლია კეპლერის მძლავრ ინსტრუმენტებს. სისტემა TRAPPIST-1 რაც შეეხება თავად დედა-ვარსკვლავს, იგი წითელი ჯუჯაა, ვარსკვლავთა ძალიან გავრცელებული ტიპი ჩვენს სამყაროში. წითელი ჯუჯა მზეზე ბევრად უფრო პატარა, მკრთალი და შესაბამისად, გრილი ვარსკვლავია. მისი მასა მზის მასის სულ რაღაც 8%-ია, ხოლო რადიუსი 11%. მისი ზედაპირის ტემპერატურა 2277 გრადუსი ცელსიუსია და დაახლოებით 500 მილიონი წლისაა. შედარებისთვის, ჩვენი მზე 4,6 მილიარდი წლისაა და ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 5727 გრადუსი ცელსიუსია. ასეთი მასის გამო, წითელ ჯუჯებს 4-5 ტრილიონი წელიწადს შეუძლიათ არსებობა. თავდაპირველად, აღნიშნულ სისტემაში სულ რაღაც ორი პლანეტა იყო აღმოჩენილი. სამი პატარა პლანეტა წითელ ჯუჯასთან ძალიან ახლოს მოძრაობს (მზესა და დედამიწის მანძილის 1%-ით, 1,5%-ით და 5%-ით). წელიწადი უახლოეს პლანეტაზე მხოლოდ 1,5 დედამიწის დღე გრძელდება, მეორე სულ რაღაც 2,4 დედამიწის დღე. რაც შეეხება მესამე პლანეტას, მისი ორბიტა ცოტა გაურკვეველია. მეცნიერთა შეფასებით, მისი ორბიტალური პერიოდი 4,5-73 დედამიწის დღეა.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|