მამალაძეს თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობაზე აქვს ბრალი წაყენებული 21 თებერვალი 2017, 23:46:01
AUTO PLAY
დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის აქვს წაყენებული. „საქართველოს, როგორც ყველასთვის ცნობილი არის, არანაირი საშიშროება არ ემუქრებოდა. საქართველოში არანაირი, ასე ვთქვათ, ღმერთმა დაგვიფაროს, არანაირი უბედურება არ გვეწეოდა. ბრალი წაყენებულია, საბრალდებო დასკვნაში მითითებულია, როგორც მამა გიორგიმ ბრძანა, მდივან-რეფერენტის მიმართ,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. ბრალდებულთან მისი შეხვედრა 2 საათს გრძელდებოდა. ახალ ადვოკატი გაუთქმელობის ხელწერილით არაა შეზღუდული, თუმცა, თავად ბრალდებულის სურვილით, რომელიც სასულიერო პირების გერმანიიდან დაბრუნებას ელოდება, საქმის ყველა დეტალზე არ საუბრობს. მამა გიორგი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ციანიდი არ ჰქონია. როგორც ბრალდებულის ადვოკატმა განაცხადა, მამა გიორგი ჩხრეკას არ დასწრებია და მას ბარგი პროკურატურაში, დაკავებიდან დაახლოებით 6 საათსა და 40 წუთში მიუტანეს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|