საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა 2 თებერვალი 2017, 15:40:28
AUTO PLAY
553 ხმით 66-ის წინააღმდეგ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა. კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 28 დეპუტატმა თავი შეიკავა. ხმის მიცემის პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა დებატები, სადაც ევროპარლამენტარებმა გამოთქვეს საკუთარი პოზიცია საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებაზე, ასევე იმ რეფორმებზე, რომელიც ქვეყანამ უვიზო მიმოსვლის მისაღებად გაატარა. საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდნენ ევროპარლამენტში ჰოლანდიისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ ერთ-ერთ მიზეზად ორგანიზებული დანაშაულის საფრთხე დაასახელეს.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|