ფარული კადრებით შანტაჟი და სქესობრივი კავშირის იძულება 1 თებერვალი 2017, 12:50:40
AUTO PLAY
გამოძალვისა და სქესობრივი კავშირის იძულების ბრალდებით შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2 პირი დააკავეს. გამოძიების მასალებით ირკვევა, რომ 1974 წელს დაბადებული მ.ჯ. და 1990 წელს დაბადებული ი.მ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის, ასევე, სახელის გამტეხი ცნობების გავრცელების მუქარითა და შანტაჟით მოქალაქეს ფულს სძალავდნენ და სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდნენ. გამოძიება გამოძალვის, სქესობრივი კავშირის იძულების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გატაცების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 139-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით). შსს-მ ბრალდებულების დაკავების ვიდეომასალა და ფარული ჩანაწერი დღეს დილით გაავრცელა.
4
|
140.00
k
225.00
k
|