ექსპერიმენტი მშობლების თვალწინ 25 იანვარი 2017, 14:05:33
AUTO PLAY
სოციალური ქსელების, ინტერნეტის სხვადასხვა საფრთხეზე არაერთხელ ვაფრთხილებთ შვილებს, ვცდილობთ დავიცვათ ყველა შესაძლო ინციდენტისგან, თუმცა ყოველთვის ისე არ ხდება, როგორც გვგონია. ჩვენი შვილები ჩვენგან დამოუკიდებლად საკმაოდ თამამ გადაწყვეტილებებს იღებენ და გაფრთხილების მიუხედავად, ხშირად ბრმად ენდობიან სრულიად უცნობ ადამიანებს. ეს ექსპერიმენტი სპეციალურად ჩატარდა მშობლებისთვის და მათი შვილებისთვის. 12-დან 14 წლამდე ბიჭებს, რომლებსაც მშობლები არაერთხელ აფრთხილებდნენ, რომ სოციალურ ქსელში უცხოებს არ დაკონტაქტებოდნენ, შეხვედრაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია; რომლებსაც არაერთხელ შეახსენეს საშინელი შემთხვევები, როგორ მოიტაცეს პედოფილებმა თუ მანიაკებმა ბავშვები სწორედ ასე, სოციალური ქსელების მეშვეობით; სწორედ ასეთ ბიჭებს, რომელთა მშობლებსაც მათი ძალიან სჯეროდათ, ჩაუტარეს ექსპერიმენტი მშობლების თვალწინ. შექმნეს არარსებული ადამიანის, ვინმე ამანდას პროფილი ფეისბუქზე, ატვირთეს ფოტოები და ამანდას პროფილით პატარა ბიჭებს დაეკონტაქტნენ... გაცნობიდან რამდენიმე საათში "ამანდამ" ბიჭებს შეხვედრა სთხოვა და თავის სახლში დაიბარა... დანარჩენი ვიდეოზე შეგიძლიათ ნახოთ... არ დაგავიწყდეთ, ეს ვიდეო ანახოთ თქვენს შვილებს და მერე მეგობრებსაც გაუზიაროთ. ეს ის საფრთხეა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს და რომელიც ყველას ჰგონია, რომ თავად არ დაემართება... საინტერესოა, რომ მსგავსი ექსპერიმენტი გოგონების მშობლებთანაც ჩაატარეს და სამწუხაროდ, გოგონებიც ისევე მოიქცნენ - ახალგაცნობილ ადამიანს სრულად ენდნენ და მასთან შესახვედრადაც უცხო სახლში შევიდნენ... იქ კი რა ელოდათ, რეალურად რომ მომხდარიყო ეს ამბავი, ადვილი წარმოსადგენია...
3
|
140.00
k
225.00
k
|