დიმიტრი ქუმსიაშვილი:სვანეთში სუვენირების გამყიდველმა ამოიღო ფულის ბღუჯა 13 დეკემბერი 2016, 18:33:14
AUTO PLAY
ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის დროს საქართველოში ტურიზმის განვითარების შესახებ ისაუბრა და ადა მარშანიას შეკითხვაზე, თუ როგორ დაეტყო ტურიზმის განვითარება მოსახლეობის მატერიალურ მდგომარეობას, ქუმსიშვილმა სვანეთში ყოფნის ისტორია გაიხსენა: „$2.1 მილიარდს აგენერირებს დღეს ტურიზმი, $2.1 მილიარდი არის ძალიან დიდი შემოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ტურიზმი 170 ათას ადამიანს ასაქმებს. მოგიყვებით მარტივ მაგალითს, ვგიჟდები ამ მაგალითზე იმიტომ, რომ მე შემემთხვა: სვანეთში მიყვარს მარიამობის შეხვედრა, უშგულში არის მშვენიერი ეკლესია და იქ არის მარიამობის შეხვედრა ძალიან კარგი. ოჯახთან ერთად ჩავედით უშგულში და ყველა სახლს აწერია Guest House, გავჩერდით ერთ სახლში. ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ, დილით ჩამოვედით და მოვინდომე ბავშვებისთვის სუვენირების შეძენა. ბრჭყვიალა ქვა კაჟი, რომელიც მდინარეს მოაქვს, ღირს 20 ლარი, ხელით გამოთლილი სვანური კოშკი ღირს 20 ლარი. მე სამი შვილი მყავს - ორი პატარა, ერთი უფროსი, ამოვიღე ჯიბიდან ფული, რომ მეყიდა. ფული გადავიხადე და ძალიან გამიხარდა, იცით რა გამიხარდა? ახლა უნდა ავდგე, არ ვიცი როგორ გამოჩნდება, როდესაც ქალბატონს 100 ლარიანი გავუწოდე, რათა მეყიდა, მან ჯიბიდან ამოიღო ბღუჯა, ბღუჯა ამოიღო ფულის, ქალბატონო ადა. ახლაც ტანში მაჟრიალებს, ამას რომ ვიხსენებ, გეფიცებით, ამას რომ ვიხსენებ, მაჟრიალებს. როდესაც ჩვენ მიზნობრივ ბაზრებზე გავდივართ, როდესაც ჩვენ ღონისძიებებს ვატარებთ, მთელი ტურიზმის ბიუჯეტი არის დათვლილი
5
|
|