დაუპატიჟებელი სტუმარი ეთერში-კადრში დავით თარხან-მოურავი გამოჩნდა 27 ოქტომბერი 2016, 12:07:54
AUTO PLAY
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელის განცხადებით,ცოტა ხნის წინ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა – საქართველოს ხელისუფლების ზედმეტმა სირბილემ შესაძლოა ქვეყნის დაშლა გამოიწვიოს. სააგენტო წერს, რომ მოურავის თქმით, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს შეუძლია, მარნეულის რეგიონზე გამოთქვას პრეტენზია. „საქართველო და აზერბაიჯანი ისტორიულად მოძმე ქვეყნები არიან, რასაც ადასტურებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის ერთობლივი გეგმები. ჩვენმა ხალხებმა დაამტკიცეს ერთმანეთისადმი მეგობრული ურთიერთობა, რელიგიური და ეთნიკური ტოლერანტობა. ამიტომ, მსგავსი სახის განცხადებები, რომელსაც საზოგადოებაში მხარდაჭერა არა აქვს, სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი“, – ნათქვამია საელჩოს განცადებაში. “ეს არის კონტექსტიდან მოწყვეტილი ფრაზა და აზრი. სულ სხვა თემაზე საუბრობდა დავით თარხან-მოურავი და არ იგულისმხება ის, რაზეც განცხადებას აკეთებს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანში“, – ეს განცხადება “პატრიოტთა ალიანსის” გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გააკეთა:
1
|
140.00
k
225.00
k
|