გადაცემა "დღის შოუ" სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს 5 ოქტომბერი 2016, 12:53:08
AUTO PLAY
მედეა რურუა, რომელიც ინ ვიტრო განაყოფიერებით, ქმრის გარდაცვალების შემდეგ დაორსულდა გუშინ შვილთან ერთად ტრაგიკულად დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „დღის შოუ“ ავრცელებს, სწორედ ამ გადაცემის საშუალებით გაიცნო მაყურებელმა მედეა რურუა და მისი პატარა ნინო გოგატიშვილი. „სამშაბათს, "დღის შოუს" ეთერში, მაყურებელმა გაიცნო ქალბატონი მედეა რურუა და პატარა ნინო გოგატიშვილი, რომელთა ემოციური ისტორიაც თითოეულმა ჩვენგანმა გულთან ახლოს მიიტანა. ამ საღამოს შევიტყვეთ, რომ სამწუხაროდ , მოხდა საშინელი ტრაგედია და ავტოავარიის შედეგად ორივე გარდაიცვალა. მათთან ერთად, ასევე, დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი."დღის შოუს" ჯგუფი უთანაგრძნობს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და იზიარებს მათ მწუხარებას.მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის გამო ოთხშაბათს ჩვენი გადაცემა ეთერში არ იქნება!“
3
|
1099.00
k
1499.00
k
|