ამერიკელმა ქალმა მის სახლში შეჭრილი სამი მძარცველი მოიგერია 24 სექტემბერი 2016, 15:19:14
AUTO PLAY
გვინეტის ოლქში(შტატი ჯორგია) გვიან ღამით მძარცველები ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ,თუმცა სახლის პატრონი,ახალგაზრდა ქალი არ დაიბნა,სანამ ქურდები ფულს და ძვირფასეულობას ეძებდნენ,აიღო იარაღი და მძარცველებს ესროლა.მათაც სროლით უპასუხეს,საბოლოოდ ორმხრივი სროლის შედეგად ერთ-ერთი თავმდასხმელი გარდაიცვალა,ორი კი გაიქცა. პოლიციას არავითარი ბრალდება არ წაუყენებია ქალისთვის."მას უფლება ჰქონდა დაეცვა საკუთარი თავი და ქონება". პოლიციამ სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა იმ იმედით,რომ შესაძლოა ვინმემ ამოიცნოს დამნაშავეები.
0
|
|