ბესო ჩუბინიძე ვაზისუბანში ბაიკერებს და „დრიფტავიკებს“ შეხვდა 9 სექტემბერი 2016, 22:05:12
AUTO PLAY
ბესო ჩუბინიძე ვაზისუბანში ბაიკერებს და „დრიფტავიკებს“ შეხვდა ვაზისუბნის და მერვე ლეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე, რომელიც პარალელურად საზოგადოებრივ მოძრაობა „გადაჭარბებული სიჩქარის წინააღმდეგ“ ხელმძღვანელობს (მოიცავს ბაიკერების და ე.წ. „დრიფტავიკების“ წინააღმდეგ მკაცრი სანქციების გატარებას) 8 სექტემბერს ვაზისუბნის მე-3 მიკრორაიონში კორპუსების წინ, „მოდრიფტავე“ ახალგაზრდებთან მივიდა და გაესაუბრა. დეპუტატობის კანდიდატმა ახალგაზრდებს აუხსნა, რომ მსგავსი სახის „მოღვაწეობა“ შეუგნებელი სიკვდლის და მეტიც - მკვლელად ქცევის საშუალება, თანაც გარეუბნის ასეთ დასახლებულ პუნქტებში, სადაც მოსახლეობა უბრალოდ წუხდება მათი მოქმედებისგან. აღსანიშნავია, რომ ადრენალინის ასეთი წესით გამოყოფის მოყვარულებმა, ყურადღებით მოუსმინეს დეპუტატობის კანდიდატს, მისი აზრი ბოლომდე გაიზიარეს და მეტიც - პირობა დადეს, რომ ამ ადგილზე მათი „ბრიგადა“ არასოდეს აღარ მოაწყობდა სპონტანურ „დრიფტს“, მათ თხოვნაც ქონდათ - არჩევნებში გამარჯვების შემდგედ მათთვის რამე ტერიტორია გამოეყოთ შეჯიბრებებისთვის თბილისთან ახლოს და შესაბამისი დაპირებაც მიიღეს ბესო ჩუბინიძისგან. აღსანიშნავია, რომ აღნიშნილი ვაზისუბანი-ვარკეთილის შემაერთებელი ტრასა - სიკვდილის ტრასად მონათლა ადგილობრივმა მოსახლეობამ და გარდა იმისა, რომ აქ სხვა რაიონებიდან სადრიფტაოდაც დადიან ბაიკერები და ავტომანქანის სწრაფი სიარულის მოყვარულები, არსებობს ადგილობრივ ბაიკერთა რამდენიმე კაციანი ჯგუფი, რომელიც განსაკუთრებით ღამის საათებში განსაკუთრებულად აწუხებენ ხმაურით არამხოლოდ ვაზისუბნის მოსახლეობას, არამედ თბილისის სხვა ქუჩებში მცხოვრებ მოსახლეობასაც. ბესო ჩუბინიძემ პირობა დადო, რომ ბოლომდე დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს და კანონის მკაცრ ჩარჩოებში მაოქცევს ბაიკერებისა და „დრიფტის“ მოყვარული საზოგადოების ქმედებებს, იმის აგთვალისწინებითაც, რომ შსს-ს ბოლო სტატისკის გათვალისწინებით - ბაიკერებისგან მოკლული, ბაიკერებზე დაღუპული, მანქანების გადაჭარბებული სიჩქარით - უამრავი ახალგაზრდა სიცოცხლეა განადგურებული. ბესო ჩუბინიძე ამ ხალხს დაპირდა, რომ მათ ექნებათ საკუთარი ტრასა - ქალაქისგან მოშორებით, ღია ადგილზე!
4
|
|