კახეთში სწრაფი ჩარიცხვის აპარატების გაქურდვის სამი ფაქტი გაიხსნა 24 აგვისტო 2016, 09:27:11
AUTO PLAY
შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, თელავის რაიონული სამმართველოს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი კ. ხ., 1993 წელს დაბადებული ო. ს. და 1993 წელს დაბადებული ა. მ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის აგვისტოში, წინასწარი შეთანხმებით, თელავისა და გურჯაანის რაიონებში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი დააზიანეს და გაქურდეს.
0
|
|