სირიაში ჩამოგდებული რუსული ვერტმფრენი - პირველი კადრები შემთხვევის ადგილიდან 2 აგვისტო 2016, 10:18:51
AUTO PLAY
სირიის პროვინცია იდლიბში რუსული ვერტმფრენი “მი-8” ჩამოაგდეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენს ცეცხლი მიწიდან გაუხსნეს, როდესაც ის ქალაქ ალეპოში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შემდეგ ჰმეიმიმის ავიაბაზაზე ბრუნდებოდა. ”ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის სამი წევრი და სირიაში მეომარი მხარეების შერიგების რუსული ცენტრის ორი ოფიცერი. რუსი სამხედრო მოსამსახურეების ბედი ახლა ზუსტდება”, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.
1
|
|