მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს 4 ივლისი 2016, 22:42:01
AUTO PLAY
ქმრისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა წარდგენილი ბრალის ორივე ნაწილში გაამტყუნეს. მათ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს. ნაფიც მსაჯულებს ვერდიქტის გამოსატანად გამოყოფილი 3-საათიანი დრო სრულად არ დასჭირდათ და გადაწყვეტილება 2 საათსა და 30 წუთში გამოაცხადეს. სასჯელის ზომის განსაზღვრაზე სასამართლო უკვე 6 ივლისს იმსჯელებს.
2
|
|