მკვლელობა პირდაპირი ტრანსლაციის დროს(ჩიკაგო,აშშ) 18 ივნისი 2016, 22:48:30
AUTO PLAY
მკვლელობა პირდაპირი ტრანსლაციის დროს - 28 წლის ანტონიო პერკინსი მეგობრებთან ერთად ჩიკაგოს ერთ-ერთ ქუჩაზე იმყოფებოდა და ტელეფონის საშუალებით, საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე პირდაპირ რეჟიმში ვიდეოჩაწერას აწარმოებდა, რა დროსაც უცნობმა პირმა მას ცეცხლი გაუხსნა. ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე დარჩა. ვიდეოჩანაწერი ამ დრომდე ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია. ფეისბუქის" ადმინისტრაციის განცხადებით, ვიდეომასალის შინაარსი კომპანიის მიერ დაწესებულ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
0
|
|