ძვირადღირებული ავტომობილები და ბილეთები სოფო ნიჟარაძისთვის 28 მაისი 2016, 15:23:16
AUTO PLAY
უკრაინაში გადასული მიხეილ სააკაშვილი ქვეყნის ხელისუფლებას დღეს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. ამჯერად ექსპრეზიდენტის გაღიზიანების მიზეზი ოდესის გუბერნიაში ჩატარებული ჩხრეკაა. უკრაინელი სამართალდამცველები საქართველოს ყოფილ კონსულს თანხების გაფლანგვას და უკანონო ფინანსურ ოპერაციებს ედავებიან. საქმე ეხება საქველმოქმედო ფონდს სახელწოდებით ,,ოდესის საკეთილდღეოდ”, რომლის ფინანსური საქმიანობა ეჭვქვეშ ჯერ კიდევ თვეების წინ დეპუტატებმა დააყენეს. მაშინ რადას წევრები ფონდთან სააკაშვილის კავშირებზე და კორუფციულ სქემებზე მიუთითებდნენ. გავრცელებული ცნობით, ყოფილი კონსული თემურ ნიშნიანიძე ახლა ოდესის გუბერნატორის ადინისტრაციაშია დასაქმებული.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|