არგენტინაში 24 წლის ფეხბურთელი გარდაიცვალა 24 მაისი 2016, 09:50:31
AUTO PLAY
24 წლის ფეხბურთელი მაიკლ ფავრე გარდაიცვალა. ფავრე ,,სან ხორხე დე ვილა ელისას'' ღირსებას იცავდა. მისი გუნდი ,,დეფენსორ დე კოლონს'' ეთამაშებოდა. თამაშის დროს ფავრე მინდორზე დაეცა და მეტოქე ფეხბურთელის ფეხი მოხვდა თავში. წამოდგომის შემდეგ მეტოქე გუნდის ფეხბურთელისგან იდაყვი მოხვდა თავში, კიდევ ერთხელ დაეცა მინდორზე და გონება დაკარგა . სასწრაფო დახმარების ექიმებმა ფავრე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ფავრეს ორი შვილი დარჩა. არგენტინის ფეხბურთის ფედერაცია მომხდართან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|