ჟერარ დეპარდიე „ საფერავით“ მოიხიბლა 2 აპრილი 2016, 17:44:41
AUTO PLAY
ფრანგი მსახიობი და რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე მოსკოვში „ყირიმული ღვინოებით“ მოიხიბლა. ტელეკომპანია HNB-ს ინფორმაციით, იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე დეპარდიემ ღვინის დეგუსტაციაში მიიღო მონაწილეობა. ფრანგმა მსახიობმა რამდენიმე სახის ღვინო დააგემოვნა. ზოგიერთი სახეობა გააკრიტიკა, ზოგიერთმა ღვინომ კი, „სასიამოვნოდ გააკვირვა“. ჟერარ დეპარდიეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ყირიმულ ღვინოებს ხარისხი გამოუსწორდა. „მაგალითად, ახლა ახალი, მშვენიერი ღვინო გავსინჯე. როგორ ეწოდება მას? „საფერავი“?! მე მის არომატში მუხის ნოტები შევამჩნიე. მას ყირიმის სურნელი აქვს“, -განაცხადა დეგუსტაციაზე ჟერარ დეპარდიემ.
0
|
1099.00
k
1499.00
k
|