ბაიერნი(მიუნხენი)-დინამო (თბილისი)-1–2 '(სანტიაგო-ბერნაბეუ-1981წ.) 18 მარტი 2016, 12:10:26
AUTO PLAY
რამაზ შენგელიას მონათხრობიდან:"ესპანეთში ოთხთა ტურნირი ჩატარდა, რომელშიც თბილისის „დინამო“, მადრიდის „რეალი“, მიუნჰენის „ბაიერნი“ და ჰოლანდიის „აზ-67“ (ალკმაარი) მონაწილეობდნენ. პირველ მატჩს „ბაიერნს“ 2:1-ს ვუგებდით, როდესაც რუმენიგესა და ბრაიტნერს არბიტრთან კამათი მოუვიდათ. ისინი გუნდში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ და, როდესაც მსაჯს გადაწყვეტილება შეაცვლევინეს, მათთან ერთად „ბაიერნის“ სხვა მოთამაშეებმაც დატოვეს მოედანი, ამის შემხედვარემ, ჩემთვის გავიფიქრე: ღმერთმა აგაშენათ! 100 დოლარი გავინაღდე-მეთქი. ასეთი დონის მატჩებში გამარჯვებისთვის ამ თანხას გვიხდიდნენ. ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა ვლადიმერ გუცაევმა, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ნახევარფინალურ მატჩში „რეალის“ წინააღმდეგ, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონზე შედგა, მას 80 000 კაცი ფეხზე წამოუდგა და ისე უკრავდა ტაშს. ეს თამაში დავთმეთ და ყველაზე სამწუხარო ის იყო, რომ ანხელმა დავით ყიფიანს ფეხი მოსტეხა. ტურნირის შემდეგ „რეალის“ წარმომადგენლები გუცაევს 500 ათას დოლარს მხოლოდ იმაში სთავაზობდნენ, რომ კლუბთან მოლაპარაკება დაეწყო. მადრიდელები, ალბათ, არანაირ თანხაზე არ დაიხევდნენ უკან, რომ ხელფასის სახით გადაეხადათ"
16
|
1099.00
k
1499.00
k
|