შიმპანზეებს შესაძლოა ღმერთის სწამთ - ახალი აღმოჩენა 4 მარტი 2016, 22:44:25
AUTO PLAY
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს შიმპანზეების უცნაური ქცევა — რაც შესაძლოა წმინდა რიტუალის ერთ-ერთი ფორმა და რელიგიური რწმენის ჩამოყალიბების დასაწყისი იყოს. დასავლეთ აფრიკაში მობინადრე შიმპანზეები იღებენ ქვის ნატეხებს, შემდეგ ხეს ურტყამენ და შემდეგ, მასში არსებულ ფუღუროში ისვრიან. როგორც ჩანს, ქვებს არ გააჩნია არანაირი ფუნქციური დატვირთვა და შესაძლოა ეს მხოლოდ რიტუალური ქცევის გამოვლინების ადრეული მაგალითი იყოს. აღმოჩენა შესაძლოა მეცნიერებს დაეხმაროს უფრო მეტი შეისწავლონ ადამიანთა რელიგიური რიტუალების ბაზისის შესახებ, გაარკვიონ, როგორ ჩამოყალიბდა ასეთი აქტივობები ადამიანის ისტორიაში. მეცნიერებმა შიმპანზეების ეს ქცევა სათვალთვალო კამერებით დააფიქსირეს. მათ შენიშნეს, როგორ აწყობენ მაიმუნები ქვებს; მსგავსი ქცევა ადამიანის განვითრების ისტორიაშიცაა აღმოჩენილი. უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ შიმპანზეები და სხვა მაიმუნები ქვებს და სხვა მასალებს იარაღებად იყენებენ, მაგალითად, თხილეულის დასამტვრევად. თუმცა, ჩანს, რომ ახლახან დაფიქსირებული ქცევა იგივე ფუნქციური მიზნებს არ ემსახურება.
1
|
1099.00
k
1499.00
k
|