საბჭოთა საქართველო მილიონჯერ სჯობდა ამ საქართველოს, ღმერთმა შეგაჩვენოთ 1 მარტი 2016, 19:24:23
AUTO PLAY
“ობიექტივის” ეთერში გაკეთებულ ვალერი კვარცხელიამ განაცხადა, რომ სამშობლოს თავისუფლება გაცილებით უფრო მაღალი ღირებულებაა ჩემთვის, ვიდრე უზრუნველი ყოფიერება.ამიტომ ჩვენ, ნორმალურები თუ ვართ და საღი აზროვნების უნარი თუ შეგვრჩა, 25 თებერვალს კი არ უნდა ვაცხადებდეთ გლოვის დღედ, არამედ იმ დღეს უნდა ვგლოვობდეთ, რომელ დღესაც ამერიკელებმა დაგვიპყრეს და პირში ჩალაგამოვლებულები დაგვტოვეს. კვარცხელიას ამ განცხადებას მწვავე რეაქცია მოჰყვა საზოგადოებისაგან... კვარაცხელია კვლავ პასუხობს:საინტერესო სხვა რამეა, – კვარაცხელიას “ობიექტივის” ეთერს რატომ უთმობთო… წარმოგიდგენიათ, სანამდე მივიდნენ?! ის კარგი და სამართლიანი ცხოვრება ხომ დაგვაკარგინეს, თავისუფლების რა ხარისხიც გვქონდა, ხომ დაგვაკარგინეს, სამშობლო ხომ დაგვინგრიეს, მომავალი ხომ დაგვიღუპეს და ახლა იმასაც გვიბედავენ, – დემოკრატიის მცირეოდენი შუქი, მხოლოდ “ობიექტივში” რომ ბჟუტავს, ჩააქრეთ, რათა “რუსთავი 2” – ის, “იმედის”, “საზოგადოებრივი მაუწყებლის”, “მაესტროს” და “კავკასიის” წყვდიადში ჩაიძიროს ყველაფერიო. მე თუ რამეს ვაშავებ, “ობიექტივმა” კი არ უნდა აკრძალოს ჩემი გადაცემები (ეს დემოკრატიის საწინააღმდეგოა), სასამართლოში უნდა მიჩივლონ და სასამართლომ უნდა ამიკრძალოს აზროვნება, მაგრამ სასამართლოც, მთელი საქართველოც და თუნდაც მთელი მსოფლიო ჩემს წინააღმდეგ რომ აღსდგეს, უგუნურების, უსინდისობისა და უსამართლობის მიერ ერთობლივად აგიზგიზებულ კოცონში ჩაფლული მაინც დავიძახებ: საბჭოთა საქართველო მილიონჯერ სჯობდა ამ საქართველოს, ღმერთმა შეგაჩვენოთ! 1921 წლის 25 თებერვალს საქართველომ დაკარგა დამოუკიდებლობა, მაგრამ შეიძინა განვითარების იქამდე არნახული შესაძლებლობები. * აყვავდა ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, აშენდა ასობით და ათასობით ფაბრიკა-ქარხანა. * გაჩნდა კულტურის, დასვენების, სპორტისა და მკურნალობის უარავი ცენტრი. * არნახულ სიმაღლეზე ავიდა სულიერება. * გაიფურჩქნა ხელოვნება, – მწერლობა, კინო, თეატრი, მუსიკა, მხატვრობა, არქიტექტურა. * საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა ქართულმა მეცნიერებამ, გაიშალა საუნივერსიტეტო საქმიანობა, დაფუძნდა მეცნიერებათა აკადემია მრავალი დარგობრივი ინსტიტუტით. * აბსოლუტურად ხელშეუხებელი გახდა ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა. * შეიქმნა ადამიანთა სოციალური დაცვის კაცობრიობის ისტორიაში იქამდე არსმენილი პაკეტი, ჯანდაცვა და განათლება გახდა სრულიად უფასო და საყოველთაო. * ელექტროენერგიზე, ბუნებრივ აირზე, კომუნალურ მომსახურებაზე, კავშირგაბმულობაზე, ტრანსპორტზე დაწესდა სიმბოლური ფასები; * აღმოიფხვრა უმუშევრობა და ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლოატაცია. ერთი სიტყვით, საქართველო გახდა სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული, ყოველმხრივ დაცული, ოღონდ არასუვერენული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. ესაა საკითხის ერთი მხარე.
4
|
|
გამსახურდიას დაუძინებელი მტერი, საქართველოს დამქცევი შევარდნაძის "ხელის ბიჭი".
იმაზე რატომ არ იღებს ხმას 1921 წლის რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიამ როგორ გაანადგურა საქრთველოს მომავალი?!
ამას პარტიული ბილეთი ჩარჩოში ჩასმული კედელზე ექნება ჩამოკიდებული.
შემირცხვენია ის ქართველი ვინც ამის გვერდით დადგება...