ფიგურული სრიალია და რა მოკრძალებაზე საუბრობ? გასმას ხო არ გააკეთებდნენ? :) დასაფასებელია ის რომ რუსი ქართულ ცეკვას ასრულებს და საერთოდ, რისთვისაც იყო ეს შოუ და ცეკვა გაამართლა 100 პროცენტით და პროფესიონალურად როგორ შეასრულეს ეს უკვე მეორეხარისხოვანია...
ჯერ ერთი სად არის ქართული ცეკვის კაცსსა და ქალს შორის მოკრძალების მომენტები..თავზე აზის ეს ქალი ამ კაცს :D:D ისე მაინც მიხარია სადაც ქართველს ვხედავ...
კი მაგრამ რა არის აქ ოსური?''მთაში სალამურს ვაკვნესებ'' აი ეს სიმღერაა...თანაც თავიდანვე ითქვა რომ ეს ქართული ცეკვაა..მე პირადად მაქვს მთლიანად ეს გადაცემა ნანახი..ბოლოს კომენტარებშიც იქნა ხაზგასმული რომ ეს ქართული ცეკვაა..
ვერ დაგეთანხმებით ამ სიხარულის გაზიარებაში. ალიონა და ალექსეი ოსები არიან და რუსების წინაშე წარსდგენ როგორც ოსები და ერთი სიტყვაც არ არის ნახსენები რომ ეს ქართული მუსიკაა. ანუ თუ ოდნავ დაძაბავთ გონებას მიხვდებით რასაც აქვს ადგილი.