ISIS-ი პარიზის ტერაქტში მონაწილე ტერორისტების ვიდეოს ავრცელებს 25 იანვარი 2016, 12:58:53
AUTO PLAY
ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, სადაც პარიზში 13 ნოემბერს განხორციელებული თავდასხმების ცხრა მონაწილე ჩანს. "ბიბისის" ცნობით, აღნიშნული ვიდეო ტერაქტამდე გადაიღეს. ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ ხოცავენ შეიარაღებული პირები პატიმრებს და როგორ ატარებენ სამხედრო ტრენინგებს ახლო აღმოსავლეთში. მასალაში ასევე ჩანს საფრანგეთის დედაქალაქის ის ადგილებიც, სადაც 13 ნოემბერს თავდასხმები განხორციელდა. ვიდეო დიდი ბრიტანეთის პარლამენტარების კადრებით მთავრდება, რომლებიც სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ავიაიერიშებს მხარს უჭერენ. გასული წლის ნოემბერში განხორციელებულ ტერაქტებს პარიზში 130-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმების დროს დაიღუპა ასევე ცხრა თავდამსხმელი. ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პირი კი გაქცეულია. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა "ისლამური სახელმწიფოს" მიერ გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
0
|
|