ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა-ინციდენტი რადაში 15 დეკემბერი 2015, 16:12:00
AUTO PLAY
ნციდენტი რადაში - დაპირისპირება მოხდა მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ იაცენიუკსა და შინაგან საქმეთა მინსტრ არსენ ავაკოვს შორის. რეფორმების ეროვნულ საბჭოში ოდესის გუბერნატორის გამოსვლის შემდეგ ძალოვანი უწყების ხელმძღვანელს პრეტენზიები ჰქონდა. სიტყვიერი დაპირისპირების დროს ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა. მოგვიანებით მან "ფეისბუქზე" დაწერა: "სააკაშვილმა ჩემს კითხვაზე - რატომ ჰქონდა ურთიერთობა რუს ოლიგარქთან, ოდესის საპორტო ქარხნის შესახებ და როგორ არის ეს დაკავშირებული ამ ქარხნის პრივატიზაციასთან, მან საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. თქვა, რომ არავის აქვს უფლება მიხეილ სააკაშვილს ასე ელეპარაკოს. შეურაცხყოფა მომაყენა, მითხრა, რომ კორუმპირებული მინისტრი ვარ. მე თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამერტყა და სახეში წყალი შევასხი. არაფრის თქმის საშუალებას არ იძლეოდა, ყველას აწყვეტინებდა, მათ შორის პრეზიდენტსაც.” – წერს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი. ავოკოვის განცხადებას "ფეისბუქით" უპასუხა ოდესის გუბერნატორმა. მიხეილ სააკაშვილმა ინციდენტის ამსახველი კადრების გასაჯაროება მოითხოვა. "კატეგორიულად მოვითხოვ პრეზიდენტის პრესსამსახურისგან გამოაქვეყნოს პრემიერმინისტრისა და შს მინისტრის უღირსი და პროვოკაციული ქმედებების სრული ვიდეოჩანაწერი. უკრაინელ ხალხს აქვს სრული უფლება ნახოს და იცოდეს, ვინ მართავს მათ. მე პასუხს ვაგებ იქ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე", - აცხადებს სააკაშვილი. მოგვიანებით მიხეილ სააკაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, მისი განცხადებით, პრემიერს და შს მინისტრს პროვოკაცია გამიზნული ჰქონდათ
0
|
|