ISIS ტყვეების გათავისუფლების კადრები, რომლებიც ჩაფხუტის კამერითაა გადაღებული 26 ოქტომბერი 2015, 20:27:16
AUTO PLAY
ერაყში "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობიდან რამდენიმე ათეული ადამიანი გაათავისუფლეს. ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ ჰავიჯას სიახლოვეს, ოპერაცია აშშ-ისა და ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ერთობლივად ჩაატარეს. პენტაგონის ინფორმაციით, გათავისუფლებულია 70-მდე ადამიანი, მათ შორის, ერაყის უშიშროების სამსახურის 20 თანამშრომელი, სუნიტი არაბები და ISIS-ის მებრძოლები, რომლებსაც, ჯაშუშობის ბრალდებით, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. ოპერაციის ჩატარების დროს ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ეს არის აშშ-ის პირველი დანაკარგი "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიის დაწყების შემდეგ.
0
|
|