ისრაელელმა ჯარისკაცებმა 18 წლის პალესტინელი გოგონა მოკლეს 24 სექტემბერი 2015, 13:48:58
AUTO PLAY
პალესტინის ქალაქ ელ-ჰალილში, ისრაელელმა ჯარისკაცებმა ახალგაზრდა პალესტინელი გოგონა დაცხრილეს. გამოცემა Milliyet-ის თანახმად, 18 წლის ჰუდეილ ჰუშლემანი სასაზღვრო პუნქტს მიუახლოვდა და ისრაელელ ჯარისკაცებს პალესტინის მიწის დატოვებისკენ მოუწოდა. უიარაღო გოგომ პალესტინის ტერიტორიაზე, ისრაელის ახალი დასახლებების გაჩენაც გააპროტესტა. გამოცემის ცნობით, ჯარისკაცებმა მას ჩადრის მოხსნა და სახის ჩვენება მოსთხოვეს, რაზეც გოგონამ უარი განუცხადა. საგუშაგოზე მყოფმა ჯარისკაცებმა გოგონას ცეცხლი გაუხსნეს. მძიმედ დაჭრილი ჰუდეილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
5
|
55.00
k
150.00
k
|