გიორგი ცინცაძის არაჩვეულებრივი პასი, რომლის ყურება არ მოგბეზრდებათ 22 სექტემბერი 2015, 18:40:09
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტზე გამოსვლა მერვედფინალში დაასრულა. ღირსეულად... ლიტვის ნაკრებთან მატჩში 24 წუთის განმავლობაში ლიდერობდა, მაშინ, როცა ბალტიელები სულ 13 წუთით იყვნენ წინ. გამარჯვებასთანაც ახლოს ვიყავით, მაგრამ... ბოლო წუთები გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე საქართველოს ნაკრები მხოლოდ ქულით აგებდა, მაგრამ იოანის მაციულისმა ურთულესი სამქულიანის ტყორცნა გარისკა და ჩააგდო. იგი ის კალათბურთელი აღმოჩნდა, რომელმაც გაჭირვების პერიოდში თამაში საკუთარ თავზე აიღო და საბოლოოდ 34 ქულამდე ავიდა. საქართველოს ნაკრებში შედარებით გუნდური სტატისტიკა დაფიქსირდა, თუმცა, ლიდერი ჩვენთანაც იყო - ზაზა ფაჩულიამ საკუთარი კლასი კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა და 23 ქულას 7 მოხსნა და 3 პასი მიამატა.
0
|
|