კანონიერი ქურდის და უფლებათა დამცველის სექსის სკანდალური ფარული ვიდეო 17 სექტემბერი 2015, 18:51:12
AUTO PLAY
რუსი კანონიერი ქურდის და ადამიანის უფლებათა დამცველის სექსის ვიდეო ნამდვილ ინტერნეტ სენსაციად იქცა. სვერდლოვსკის ოლქის ციხის ადმინისტრაციამ კანონიერი ქურდის საკანში ფარული ვიდეო კამერის დაყენება მას შემდეგ გადაწყვიტა რაც პატიმრის და ქერათმიანი აქტივისტის შეხვედრებმა უჩვეულოდ ხშირი და ხანგრძლივი ხასიათი მიიღო. სექს ვიდეო სავარაუდოდ აპრილშია ჩაწერილი, თუმცა ის მხოლოდ ახლა გავრცელდა. კანონიერი ქურდის და რუსი ქერათმიანი აქტივისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. უამრავი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია არა მხოლოდ ვიდეოს შინაარსმა, არამედ კანონიერი ქურდის სხვა პრივილეგიებმაც, ვიდეოზე ნათლად ჩანს თუ როგორ განსხვავებულ საკნაში იხდის იგი სასჯელს: ნახატი, ფარდები, ხის საწოლი და სკამები - ეს ყველაფერი ნამდვილად გამოარჩევს რუსი კანონიერი ქურდის საკანს სხვა "უბრალო" პატიმრების საკნებისაგან.
28
|
|